Projects - COALITION FOR INDEPENDENT LIVING

en_სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის

პროექტის დასახელება:სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის

დონორი:ევროკავშირი

ხანგრძლივობა:29 თვე

სამიზნე რეგიონები:შიდა ქართლი, კახეთი, აჭარა, სამეგრელო

პარტნიორები:"ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" (Changes for Equal Rights)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;
  • ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შეფასება და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, მათ შორის ქალების, ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული და ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე.