თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები" (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა კლასის შენობა-ნაგებობაზე, გარდა:
ა) ინდივიდუალური ერთ ან ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებელი სახლებისა და მათი დამხმარე ნაგებობების, ასევე მათთან დაკავშირებული ადგილებისა და საშუალებებისა;
ბ) II, III, IV, V კლასის აშენებული და მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა.
მუხლი 3
აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან იმ ვადებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მისაწვდომობის ეროვნული გეგმით.
მუხლი 4
თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნის სრულად უზრუნველყოფა ტექნიკურად შეუძლებელია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების „მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებთან“ შესაბამისობისათვის, ამ შემთხვევაში მისაწვდომობა მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში.
მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მარტიდან.