2020 წლის 8 ივნისიდან შიდა ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მუშაობას იწყებს ხუთი მობილური ჯგუფი, რომელიც მომსახურებას გაგიწევთ უფასოდ, ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით და დაგეხმარებათ გადაადგილებაში სხვადასხვა აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
ამასთან, პროფესიონალების გუნდი პერსონალური ასისტენტის, ექთნის, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების შემადგენლობით, საჭიროებისამებრ, ბინაზე გაგიწევთ საჭირო კონსულტაციასა და მომსახურებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მათ მზრუნველებს შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საჭიროებებთან დაკავშირებით:
დაგვიკავშირდით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე, ცხელი ხაზის ნომრებზე (ჩაწერა წინასწარ):
აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის„ მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს" ფარგლებში.
პროექტის მიზანია რისკისა და საგანგებო სიტუაციებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობა.