კვლევები და პუბლიკაციები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (შემდგომში კონვენცია) რატიფიცირება მოახდინა. კონვენციის რატიფიცირებისას, ძირითადი ტექსტისაგან განსხვავებით, საქართველომ რატიფიცირება არ გაუკეთა დამატებით ოქმს.

ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონვენციის ძირითადი ტექსტის მე-12 მუხლის დეკლარაციით მიღების შესახებ, რაც სახელმწიფოს მხრიდან თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლების რეალიზების განსხვავებულ მოწესრიგებას გულისხმობდა.

კვლევა მომზადდა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მიერ.