წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოს სოციალურ გარემოს, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ შვიდი მიმართულებით - ინფორმირებულობა, სტიგმა და სტერეოტიპები, განათლება, დასაქმება, უფლებები და პრივილეგიები, ძირითადი საჭიროებები და სოციალური ინტეგრაცია, და სახელმწიფო პოლიტიკა.
კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი" (ISSA) 2019-2020 წლებში.
კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით განხორციელდა გაეროს ექვსი სააგენტოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა. მისი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს United Nation’s Fund for Sustainable Development Goals-ის ხელმისაწვდომი რესურსის გათვალისწინებით.