ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადებული კვლევის მიზანი ქმედუნარიანობის რეფორმის შემდგომ, მხარდაჭერის მიმღებ პირთა ყოველდღიური რეალობის, გამოწვევებისა და გამოცდილებების შესწავლა და იმპრაქტიკული ბარიერების გამოვლენა იყო, რომელსაც მხარდაჭერის მიმღები პირები და მხარდამჭერები (ოჯახისწევრები, სოციალური მუშაკები და მხარდამჭერად დანიშნული სხვა პირები) აწყდებიან.კვლევის ფარგლებში თბილისში, იმერეთში, აჭარასა და კახეთში სულ ოთხი ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. საველე სამუშაოები 2021 წლის აგვისტო-ნოემბერში მიმდინარეობდა.
პროექტს, "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში", ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ, დოკუმენტის ფაილი word-ის ფორმატში: https://www.disability.ge/storage/files/doc/ქმედუნარიანობის რეფორმის კვლევა.docx