შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა, ჯერარდ ქვინმა საქართველოში ვიზიტი განახორციელა 2023 წლის 4-14 სექტემბერს. წინამდებარე ანგარიშში იგი ყურადღებას ამახვილებს პროგრესზე, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმის საშუალებით, განსაკუთრებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებით. ცვლილების და პროგრესისთვის საჭირო ყველა ძირითადი ინგრედიენტი ადგილზეა: შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელიდან [ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე] გადასვლის ნება, დეინსტიტუციონალიზაციის მიზანი, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების და არსებული საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობის სურვილი, შშმ პირთა აქტიური და ძლიერი თემი, და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
ამჟამად, ძირითად გამოწვევას წარმოადგენს არსებითად, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ახლებურად ფორმულირება, ხელშესახები პროგრესის მისაღწევად, რათა შშმ პირებმა შეძლონ საკუთარი უფლებების განხორციელება, განსაკუთრებით, ქმედუნარიანობასთან, მართლმსაჯულებაზე წვდომასთან, დამოუკიდებლად ცხოვრებასთან, მისაწვდომობასთან, განათლებასთან, ჯანდაცვასთან და რეაბილიტაციასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით.
ამ მიზნით, სპეციალური მომხსენებელი გასცემს რეკომენდაციებს და განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეფექტური საკოორდინაციო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობას ეროვნული რეფორმის და აღსრულების მყარი მექანიზმების მხარდასაჭერად, და იმ შშმ პირთა მოსაზრების გათვალისწინების უზრუნველყოფას, რომელთა ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის.