კვლევები და პუბლიკაციები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ყველაფერი, რაც ყრუ-უსინათლო პირების შესახებ უნდა ვიცოდეთ

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა პროექტის: „სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი ჰუმან დოკი (HumanDoc Fundation).

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პუბლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ყრუ-უსინათლო პირი, სმენა-მხედველობის ერთდროული დარღვევის მქონე პირების კლასიფიკაცია,

მხედველობის და სმენის დაქვეითების მიზეზები, დამხმარე მოწყობილებები, კომუნიკაციის სახეები და სხვა. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ხელს შეუწყობს საქართველოში ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათი მხარდაჭერის სისტემის შექმნას.

წყარო: deafblind.ge