სიახლეები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების” შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების" შესახებ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მეცხრე მუხლთან სრულ შესაბამისობაშია.

რეგლამენტიდან თანახმად, 1 მარტიდან საქართველოში ვერცერთი არაადაპტირებული შენობა ვერ აშენდება. "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების" მიხედვით, ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ ყველა სამშენებლო ნებართვას შეეხება.