11 მაისს, ორგანიზაციები "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, იყვნენ წარმოდგენილები.
ჩვენს სტენდთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარ თავზე გამოეცადათ დამხმარე მოწყობილობების შესაძლებლობები და პირადი გამოცდილებით მიეღოთ ცოდნა ფიზიკური ბარიერების გადალახვისას არსებულ სირთულეებზე.
ასევე, ტრენერებისგან მითითებების მიღებით, შეესწავლათ თეთრი ხელჯოხის გამოყენება და ეცადათ მისი დახმარებით ნავიგაცია, რაც უზრუნველყოფდა ღირებული ცოდნის მიღებას მხედველობის შეზღუდვის მქონე პირების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. დახუჭული თვალებით, სხვადასხვა პროდუქტის გამოსაცნობად, სტუმრები მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს დაეყრდნენ და მხიარული და შემეცნებითი გამოცდილება მიიღეს.
ითამაშეს სტრატეგიული თამაში "ბოჩა", რამაც ხელი შეუწყო გუნდურ მუშაობას და ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანების დამეგობრებას.