სიახლეები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ლიკანში "მცირე ბიზნესის დაგეგმარებისა და მართვის" ტრენინგების პირველი ციკლი ჩატარდა

8-10 ნოემბერს ლიკანში "კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" "მცირე ბიზნესის დაგეგმარებისა და მართვის" ტრენინგების პირველი ციკლი ჩაატარა. ტრენინგი მსოფლიო ებრაელთა ფონდის (World Jewish Relief) მიერ მხარდაჭერილი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა 21 პირმა მიიღო.

პროექტის მიზანია, იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა, მათი ბიზნეს-ტრენინგების ციკლში ჩართვითა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით.

ტრენინგების პირველი ეტაპი გაიმართა თემებზე: მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს ალტერნატივების გამოვლენა, მცირე ბიზნესის დაგეგმარება/ორგანიზება და მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები, საგადასახადო მენეჯმენტი.

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათი ოჯახის წევრებმა.