პროექტის დასახელება:სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში
დონორი:ევროკავშირი
ხანგრძლივობა:2 წელი
სამიზნე რეგიონები: თბილისი, აჭარა, კახეთი
პარტნიორები:"ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" (Changes for Equal Rights) და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (Coalition for Independent Living).
მიზანი:პროექტის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად.
ამოცანა: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლების მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხრისთვის მიზნით. იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებზე.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:
1.1. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ადვოკატირების ჯგუფები იურისტების, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და უფლებადამცველების შემადგენლობით.
პროექტის ფარგლებში ადვოკატირების ჯგუფები დაგეგმავენ და ჩაატარებენ ტრენინგ-სემინარებს ადვოკატების, იურისტების, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის კონვენციისა და ახალი/შეცვლილი კანონმდებლობის შესახებ, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იმ უფლებადაცვითი მექანიზმების თაობაზე, რომლებსაც ითვალისწინებს გაეროს კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობა.
1.2. ინიციატივა დამატებით ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით მოსამართლეთათვის ტრენინგ მოდულის შექმნასა და მათ გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე, კონვენციის პრინციპებსა საერთაშორისო გამოცდილებაში არსებულ პრეცედენტულ საქმეებზე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
2.0. მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გასაძლიერებლად რეგიონებში, რათა ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, გაეროს კონვენციისა და კანონის ადგილობრივ დონეზე განხორციელებას.
3.0 ითვალისწინებს ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობას.