პროექტს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერით პროექტს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ახორციელებს. პარტნიორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
პროექტის მიზნები და ამოცანები:პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ამოცანას კი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დადგენა, რათა მათ არ ექმნებოდეთ პრობლემები საარჩევნო პროცესებში სრულფასოვანი ჩართულობისთვის. ამისთვის, აუცილებელია სრულიად საქართველოს მასშტაბით 17 წლის ზევით ასაკის (ვინაიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისინიც ელექტორატს წარმოადგენენ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კარდაკარ აღრიცხვა და ერთიანი ბაზის შექმნა.
რეზუმე: პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც იმ პრობლემების დადგენა, რასაც აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის დროს, ასევე, დაისახება მათი გადაჭრის გზებიც. მოხდება შშმ ამომრჩევლების კარდაკარ აღრიცხვა და შეიქმნება მონაცემთა ახალი ბაზა, სადაც წარმოჩენილი იქნება თითოეული შშმ ამომრჩევლის საჭიროება. მომზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც გადაეგზავნება უფლებამოსილ პირებს და ორგანიზაციებს. ინტერვიუერები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მოივლიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იქნებიან წინასწარ მომზადებულები და მათი ვიზიტი და პირისპირ გასაუბრება ინვალიდობის მქონე ამომრჩეველთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ნდობის გაზრდას და არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციას. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 17 წლის ზევით ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მქონე, უსინათლო და ყრუ პირები. გეოგრაფიული არიალი კი მოიცავს: თბილისს, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.
პროექტის ღონისძიებების აღწერა
აქტივობა 1: სოციალური საინფორმაციო ვიდეო რგოლის მომზადება, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცცია, რომ დაიწყო შშმ ამომრჩევლის კარდაკარ აღრიცხვა და ნებისმიერ შშმ პირს შეუძლია გადაამოწმოს, არის თუ არა იგი უკვე არსებულ სიაში.
აქტივობა 2: საინფორმაციო ტრიპლეტების ბეჭდვა. ტრიპლეტები მოსახლეობას დაურიგდება კარდაკარ ვიზიტის დროს. ტრიპლეტებში იქნება ინფორმაცია არჩევნებსა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, პროექტისა და კოალიციის შესახებ.
აქტივობა 3: ინტერვიუერებისა და სუპერვაიზერების ტრენინგი: კოალიცია ჩაატარებს ტრენინგს ინტერვიუერებისა და სუპერვაიზარებისთვის შშმ პირთ საჭიროებებზე და კატეგორიებზე.
აქტივობა 4: ანკეტების მიღება-დამუშავება. ანკეტების დამუშავების შემდეგ გამოვლინდება ის ძირითადი პრობლემები, რომელსაც აწყდებინ ინვალიდობის მქონე პირები არჩევნებშიმონაწილეობის მიღების დროს და გამოიუკვეთბა საჭიროებები, რომლებიც გააჩნიათ მათ, რათა საარჩევნო პროცესებში იყვნენ სრულფასოვნად ჩართულნი.
აქტივობა 5: ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა; მონაცემთა ბაზა შეიქმენბა კარდაკარ აღრიცხვის პროცესის შეჯამების დროს, სადაც შევლენ საქართველოში მცოვრები 17 წლის ასაკის ზევით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. აღნიშნული ბაზა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ზოგადად შშმ პირთა სტატისტიკასთან არსებული პრობლემების გადაჭრისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესებშიც.
აქტივობა 6: რეკომენდაციების პაკეტის მომზადება; რეკომენდაციბის პაკეტში იქნება წარმოდგენილი ის საჭიროებები, რომლის უზრუნველყოფაც იქნება აუცილებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემო-პირობების შექმნისათვის.
აქტივობა 7: ადაპტირებისთვის რეკომენდებული სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა-ნაგებოების (სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები) სიის წარდგენა შესაბამის ორგანოებში - დაახლოებით 10 ობიექტი. შენობების ადაპტირების შემთხვევაში, თითოეულ მათგანზე მინიმუმ 8 შშმ პირს (ჯამში 80-ს) შეუძლია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება.
სამიზნე ჯგუფები: საქართველოში მცხოვრები 17 წლის ზევით ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები.
სტატისტიკა: დაიბეჭდა 10 251 ანკეტა, აქედან სმენადაქვეითბულთათვის იყო 1587, ხოლო დანარჩენი კატეგორიისთვის 8664. სულ შემოვიდა 8991 ანკეტა სმენადაქვეითებულთა გარეშე. 327 ანკეტით მეტი.