პროექტები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ეკონომიკურად გაძლიერების მხარდაჭერა გურიისა და აჭარის რეგიონებში

პროექტის სახელწოდება: შშმ პირების ეკონომიკურად გაძლიერების მხარდაჭერა გურიისა და აჭარის რეგიონებში

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2015 - 1 ივლისი, 2016

დონორი: მსოფლიო ებრაელთა ფონდი

მიზანი: შემოთავაზებული პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს შშმ პირთა ეკონომიკურ გაძლიერებას გურიისა და აჭარის რეგიონებში.

სამიზნე რეგიონები: გურია, აჭარა

პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:

1 ამოცანა: შშმ პირების ორგანიზაციებში (DPOs) შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობისა და რეფერალური (EPR)მომსახურებისორგანიზება, გურიისა და აჭარის რეგიონებში.

2 ამოცანა: სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნეს საქმიანობის შესახებ ტრენინგების ციკლითა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამითშშმ პირების თვითდასაქმების ხელშეწყობა.

გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქმედი შშმ პირების ორგანიზაციების (DPOs) გაძლიერება შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნებისთვის, რის შედეგადაც უნდა დასაქმდეს/სტაჟირება გაიაროს 6-მა შშმ პირმა, ხოლო 50 შშმ პირისთვის მოხდეს შშმ პირების რეკრუტირების კოორდინატორის (DRC) მიერ შესაბამისი საერვისის გაწევა აღნიშნულ ორ რეგიონში.

პროექტის მიზნობრივ რეგიონებში შშმ პირების უნარების გაუმჯობესება, საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმების შემთხვევაში ეკონომიკურ თუ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესასრულებლად. ამასთან, მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდა.

ეკონომიკური საქმიანობის და შშმ პირების თვითდასაქმების ზრდა მიზნობრივ რეგიონებში.