პროექტები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში

პროექტი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

დონორი: ევროკავშირი

გრანტის გამცემი: People In Need

მიზანი: პროგრამის მიზანია, საქართველოში მოხდეს COVID-19-ით გამოწვეულის ზიანის აღმოფხვრა და ხელი შეეწყოს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ამაღლებას.

სამიზნე ჯგუფები:

სოფლად და რაიონული ცენტრისგან მოშორებით მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს.

რეგიონები: აჭარა, გურია, სამეგრელო

ძირითადი აქტივობები

აქტივობა #1.1.

მობილური ჯგუფებისთვის 12 პროფესიონალის (4 თითოეულ რეგიონში) დაკონტრაქტება აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა.

აქტივობა #1.2.

განმეორებითი (refreshing) ტრენინგების ჩატარება დაკონტრაქტებული 12 პროფესიონალისთვის უსაფრთხოებისა და სხვადასხვა გამოძახებებზე რეაგირების საკითხებზე, ჯგუფის წევრების არსებული გამოცდილების გათვალისწინებით.

აქტივობა #2.1.

საინფორმაციო ვიდეორგოლის მომზადება მობილური მხარდაჭერის ჯგუფების სერვისის შესახებ და გავრცელება რეგიონულ მედია არხებსა და Facebook გვერდებზე

აქტივობა #2.2.

მობილური ჯგუფების სერვისებზე SMS რეკლამების გავრცელება თითოეულ რეგიონში

აქტივობა #2.3.

მობილური ჯგუფების მომსახურება პროექტის სამიზნე რეგიონებში