საერთაშორისო კანონმდებლობა - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მუნირ ალ ადამი საუდის არაბეთის წინააღმდეგ

შეტყობინების ავტორი მუნირ ალ ადამია, საუდის არაბეთის 23 წლისმოქალაქე. ბავშვობაში ტრავმის შედეგად, მუნირმა მარჯვენა ყურში სმენისმცირე დაქვეითება მიიღო. ის ამტკიცებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას,საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა აწამეს 1, სახელმწიფო მხარისწარმომადგენლებმა უარი უთხრეს მიღებული ტრავმის მკურნალობაზე დაშედეგად, მან მარჯვენა ყურში სმენა მთლიანად დაკარგა. ის აცხადებს, რომსახელმწიფო მხარემ დაარღვია მისი უფლებები კონვენციის მე-4, მე-13 (1),

მე-15 (1), მე-16 (1) და (4) და 25-ე (b) მუხლების შესაბამისად 2. ამჟამად,ავტორი პატიმრობაშია დაწესებულებაში "ალ დამამის გამოძიებისგენერალური დირექტორატი". საუდის არაბეთში ფაკულტატური ოქმიძალაში 2008 წლის 24 ივნისს შევიდა. ავტორს ადვოკატი წარმოადგენს.

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.