საერთაშორისო კანონმდებლობა - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე V.F.C. ესპანეთის წინააღმდეგ

შეტყობინების თემა: უფლება, რომ არ იყო დისკრიმინირებული დასაქმების შენარჩუნების ან გაგრძელების დროს (დავალება მოდიფიცირებულ მოვალეობაზე)შეტყობინების ავტორია V.F.C., ესპანეთის მოქალაქე, დაბადებული 1979 წლის 5 ივლისს. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შეილახა მისი უფლებები კონცენციის 27-ე (a), (b), (e), (g), (i) და (k) მუხლის მიხედვით ინდივიდუალურად, ასევე, შემდეგ მუხლებთან კავშირში: მუხლი 3 (a), (b), (c), (d) და (e); მუხლი 4 (1) (a), (b) და (d) და (5); მუხლი 5 (1), (2) და (3) და მუხლი 13 (2). ავტორის/მომჩივანის წარმომადგენლები არიან ესპანეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი კომიტეტი და ადგილობრივი პოლიციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოფიცერების სამუშაო ადგილზე ინტეგრაციის ასოციაცია. სახელმწიფო მხარეში ფაკულტაუტი ოქმი ძალაში შევიდა 2008 წლის 3 მაისს.

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.