საერთაშორისო კანონმდებლობა - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე Y ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის წინააღმდეგ

მომჩივანი დაიბადა 1999 წელს. ის არის ტანზანიის გაერთიანებულირესპუბლიკის გეიტას რეგიონის სოფელ ნიარუგუგუნადან. მას და მის ძმას,ორივეს ალბინიზმი აქვს. შედეგად, მათმა ოჯახმა ისინი მიატოვა. ამჟამად მათზეზრუნავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) Under the Same Sun2[იმავე მზის ქვეშ].

2.2 2008 წელს, ალბინიზმის მქონე ადამიანების მიმართ ჩადენილიმკვლელობებისა და ძალადობის ესკალაციის გამო, მომჩივანს და მის ძმასეშინოდათ, რომ მათ სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა. ამის გამო, მათშეწყიტეს ნინგვჰალეს სკოლაში სწავლა, რადგან სკოლა სახლიდან რამდენიმემილით იყო დაშორებული და იქამდე მისასვლელად მათ სქელ ბუჩქებში დიდიგზის გავლა უწევდათ, სადაც ისინი ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყვნენთავდასხმის მსხვერპლნი.

2.3 2010 წლის ერთ-ერთ დღეს (თარიღი არ არის დაკონკრეტებული), როდესაცმომჩივანი მხოლოდ 11 წლის იყო, მეზობელმა მას თავი იძულებით გაპარსა.სახელმწიფო მხარემ ვერ შეძლო ამ საქმის გამოძიება და მეზობელი ამისთვისარასდროს გასამართლებულა.

2.4 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც მომჩივანი 12 წლის იყო, მას გეიტასრეგიონში თავს დაესხა მამაკაცი მაჩეტეთი, რის გამოც მან დაკარა მარჯვენა ხელისსამი თითი. თავდამსხმელმა ასევე, მაჩეტეთი გაუტეხა მომჩივანს მარცხენა მხარი,რის გამოც ის ვეღარ იყენებს მარჯვენა ხელს და მარცხენა მხარს. მომჩივანმათავდამსხმელისგან თავი გენიტალიებზე კბენის შედეგად დაიხსნა, რა დროსაცმომჩივანი, დაზიანებული, მისივე სახლის წინ იმყოფებოდა. სახელმწიფომ მასარანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწია, მათ შორის, არც რეაბილიტაცია.მოგვიანებით, 2012 წელს, Under the Same Sun-მა დააბრუნა მომჩივანი სკოლაში.თუმცა, იმის გამო, რომ ორი წლის განმავლობაში მას ფორმალურ განათლებაზეხელი არ მიუწვდებოდა, მას სწავლა გაუჭირდა და დღემდე არ იცისსრულყოფილად წერა-კითხვა.

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.