შშმ პირები სრულად იყვნენ ჩართულნი მოლაპარაკებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესახებ და გადამწყვეტი როლი შეასრულეს მის შემუშავებაში. ასეთ მჭიდრო კონსულტაციას და აქტიურ ჩართულობას წარმომადგენელი ორგანიზაციებისა და პარტნიორების მეშვეობით, დადებითი გავლენა ჰქონდა კონვენციის ხარისხზე, ასევე, მის შესაბამისობაზე შშმ პირთა საჭიროებებთან. გამოჩნდა მათი ძალა, გავლენა და პოტენციალიც, რასაც შედეგად მოჰყვა ინოვაციური კონვენციის შემუშავება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მოდელის ჩამოყალიბება. ამდენად, კონვენცია ეფუძნება შშმ პირთა ეფექტიან და მნიშვნელოვან მონაწილეობას, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით.
ყველა ადამიანის აქტიური და ინფორმირებული მონაწილეობა მათთან დაკავშირებული საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას 1 და უზრუნველყოფს კარგ მმართველობასა და სოციალურ ანგარიშვალდებულებას.