წინამდებარე ანგარიში ადამიანის უფლებათა საბჭოს წარედგინა საბჭოს 44/10 რეზოლუციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სპეციალური მომხსენებლის, ჯერარდ ქვინის მიერ. იგი მიმოიხილავს 2022 წელს განხორციელებულ აქტივობებს და შეიცავს თემატურ მოკვლევას 21-ე საუკუნეში სერვისების ახლებურად წარმოსახვის შესახებ, იმისათვის, რომ განხორციელდეს შშმ პირთა უფლება, იცხოვრონ დამოუკიდებლად და იყვნენ ჩართულები საზოგადოებაში ცხოვრებაში.
წინამდებარე კვლევაში, სპეციალური მომხსენებელი აღწერს, თუ როგორ ამწვავებს მომსახურების მიწოდებისა და მხარდაჭერის ტრადიციული მოდელები დამოკიდებულებას და ავტონომიის ნაკლებობას, ფოკუსირებულია შეზღუდულ შესაძლებლობებზე (დარღვევებზე) და შშმ პირებს განიხილავს, როგორც ზრუნვის პასიურ მიმღებებს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალურობის, დამოუკიდებლობისა და საზოგადოებაში ჩართვის პრინციპებს.
ამ ფონზე, სპეციალური მომხსენებელი ამტკიცებს, რომ ჩნდება მომსახურებისა და მხარდაჭერის სრულიად ახალი ფილოსოფია, რომელიც უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული კანონმდებლობასა და პოლიტიკაში. იგი დეტალურად განიხილავს პოლიტიკის ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, რომლებიც ხელმისაწვდომია სახელმწიფოებისთვის ამ მიზნის მისაღწევად, ხაზს უსვამს პოლიტიკის ძირითად გამოწვევებს და უთითებს ბიზნეს სექტორის, როგორც ცვლილების აგენტის პოტენციალზე. შემდგომ, სპეციალური მომხსენებელი წარმოადგენს დასკვნებს და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი სხვადასხვა აქტორებმა სერვისებისა და მხარდაჭერის ტრანსფორმაციას შშმ პირებისთვის.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.