საერთაშორისო კანონმდებლობა - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ვინსენტი საფრანგეთის წინააღმდეგ

მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, რომლის მიხედვითაც კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდგომში, „კონვენცია“ და „სასამართლო“) საბოლოო გადაწყვეტილებების აღსრულებას:

ითვალისწინებს რაგადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ საბოლოო ძალაში შესვლის შემდგომ გადასცა კომიტეტს;

მიუთითებს რაკონვენციის დარღვევაზე, რომელიც სასამართლომ დაადგინა მომჩივნის დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელსაც პარალიზებული აქვს ქვედა კიდურები, ხოლო აღნიშნული განპირობებული იყო 2003 წლის 17 თებერვლიდან 11 ივნისამდე მისი ციხეში პატიმრობით (ფრესნესის ციხე), სადაც მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო (მე-3 მუხლის დარღვევა) (დეტალები იხ. დანართში);

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.