ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის №27 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 30.12.2019 წელი, 010250050.35.121.016382) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.