სასარგებლო ინფორმაცია - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ფაქტობრივი ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის და დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ

2024 წლის თებერვალში, დამოუკიდებელი ცხოვრების ევროპულმა ქსელმა (ENIL) დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფაქტობრივი ინფორმაციის თავმოყრას შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ. აღნიშნული სამუშაოებისთვის დაქირავებული იქნა მაიტრეა შაჰი, უსინათლო იურისტი და მკვლევარი. ამ დავალების ფარგლებში, ჩატარდა სამაგიდო კვლევა, შეიქმნა ონლაინ გამოკითხვა და ორგანიზება გაეწია დისკუსიას ფოკუს-ჯგუფში. გამოკითხვის ფარგლებში მიღებული იქნა პასუხები 16 მონაწილისგან, ხოლო ფოკუს-ჯგუფში ჩატარებულ ვირტუალურ დისკუსიაში 8 შშმ პირი მონაწილეობდა. ეს პროექტი, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტისა და შშმ პირთა უფლებების შესახებ კვლევის სფეროში. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა ერთ-ერთი პირველი საჯარო კვლევაა, რომელიც ასახავს შშმ პირთა ცხოვრებისეულ გამოცდილებებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.

ფაქტობრივი ინფორმაცია შედგება ექვსი ნაწილისგან. პირველ ნაწილში წარმოდგენილია შესავალი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, მე-2 ნაწილი განიხილავს ხელოვნური ინტელექტისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ურთიერთკვეთის საკითხებს, მე-3 ნაწილი ეხება რისკებს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები წარმოშობს, მე-4 ნაწილი სიღრმისეულად განიხილავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს, მე-5 ნაწილი საუბრობს იმ კონკრეტული საფრთხეების შესახებ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები უქმნის დამოუკიდებელ ცხოვრებას, მე-6 ნაწილი კი შეიცავს დასკვნით მოსაზრებებსა და სამომავლო კვლევის შესაძლო მიმართულებებს.

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.