ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა შემდეგი ქრონიკული დაავადებების მქონე ზრდასრულებისათვის და უფროსი ასაკის ზრდასრულებისთვის:კიბოს გადარჩენილები - ფიზიკური აქტივობა ამცირებს ზოგადი სიკვდილიანობის,კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის და კიბოს რეციდივის ან მეორე პირველადი კიბოს განვითარების რისკებს; ჰიპერტენზიის მქონე ადამიანები - ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს და ანელებს დაავადების პროგრესს; აუმჯობესებს ფიზიკურ ფუნქციონალურობას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხს; II ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები - ფიზიკური აქტივობა ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობისრისკს და ანელებს დაავადების პროგრესს; და აივით მცხოვრები ადამიანები - ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას (შფოთვისა და დეპრესიის სიმტპომების შემცირება) და არ ახდენს უარყოფით გავლენას დაავადების პროგრესზე (CD4 უჯრედების რაოდენობა და ვირუსული დატვირთვის მაჩვენებელი) ან სხეულის შემადგენლობაზე.
სრული ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
"ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."