შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია საბანკო სექტორში
სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად შეაფასა 2017 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სმენის არ მქონე) პირის მიმართ სს ლიბერთი ბანკის მიერ გაწეული მომსახურება. 2018 წელს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კი სს ლიბერთი ბანკის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მოცემულ საქმეში ლიბერთი ბანკის მომსახურების დისკრიმინაციად შეფასებას ჰქონდა პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მომსახურებას იღებენ ექსკლუზიურად ამ ბანკიდან და შესაბამისად მას ასახვა ექნება პირთა ფართო წრეზე.