"ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასა და ადვოკატირებაზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ჯანსაღი ინკლუზიის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ორგანიზაცია დაფუძნებულია ბათუმში და საქმიანობს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდზე: https://www.facebook.com/Dpo.Ctu
"ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" პარტნიორ ორგანიზაციასთან "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში", რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მართლმსაჯულებაზე წვდომის გაუმჯობესებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის, იურიდიული სერვისების განვითარებითა და ეფექტური ადვოკატირების მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი ტრენინგის ჩატარება აჭარასა და კახეთის რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. შემდგომ ეტაპზე, აგრეთვე, დაგეგმილია მცირე საგრანტო კონკურსის გამოცხადება.
ტრენინგების თემაა:
** გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა
** რესურსების მოძიება (ფანდრაიზინგი)
** პროექტების მართვა
ორგანიზაცია აცხადებს ტრენინგზე დასწრების მსურველთა შერჩევას და იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებული ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
** იყოს აჭარის ან კახეთის რეგიონში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია
** ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება
** იყოს დაინტერესებული ტრენინგის თემებზე ცოდნის გაღრმავებით (ერთი ორგანიზაციიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთი წარმომადგენლის დასწრება).
ტრენინგის თარიღები: 2021 წლის 27, 28, 29 ოქტომბერი (სამი სრული დღე).
ტრენინგის ფორმატი და ადგილი: ღონისძიება ჩატარდება პირისპირ, აჭარის რეგიონში. ადგილმდებარეობა დაზუსტდება მოგვიანებით და წინასწარ ეცნობება თითოეულ მონაწილეს.
ტრენინგთან დაკავშირებული ხარჯები: ტრანსპორტირების, განთავსების და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება პროექტის მიერ.
აპლიკაციის წარდგენის პროცესი და დოკუმენტაცია:
განმცხადებლებმა სრულყოფილად შევსებული აპლიკაცია (იხ. დანართი 1) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე maghlata@gmail.com არაუგვიანეს 2021 წლის 8 ოქტომბრისა. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "3-დღიანი ტრენინგი რეგიონული ორგანიზაციებისთვის".
შეფასება და შერჩევა:
** შერჩევისას გათვალისწინებული იქნება აპლიკანტი ორგანიზაციების გამოცდილება და მოტივაცია. პრიორიტეტი მიენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს.
** შერჩეულ განმცხადებლებს გადაწყვეტილება ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა.
შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის"
მისამართი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა 135
ტელეფონი: 599 87 47 40
ელ. ფოსტა: maghlata@gmail.com
საკონტაქტო პირი: თამარ მაღლაკელიძე, რეგიონული ოფიცერი
იხილეთ ბმული