2021 წლის 11 იანვრიდან, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მუშაობა განაახლა მობილური მხარდაჭერის ჯგუფებმა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, უფასოდ ემსახურება.
[video src="https://www.youtube.com/watch?v=_YoPikObeUU" poster="პოსტერი_აქ" title="" align="center"][/video]
მობილური ჯგუფების შემადგენლობაში შედიან მობილობის ასისტენტი, ექთანი, ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ცხელ ხაზზე შემოსული მოთხოვნების შესაბამისად, გაუწევენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას, როგორიცაა:ტრანსპორტირება ადაპტირებული ავტომობილით, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაცია, შერჩეული პროფესიონალების ბინაზე ვიზიტი, დახმარება გადაადგილებაში და ა.შ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე. მობილური ჯგუფების სერვისი 2021 წლის 11 იანვარს დაიწყო და შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიერ People in Need Georgia-ის (PIN) მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით.