სიახლეები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

3-4 მაისს ქუთაისში ორი ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარდა

3-4 მაისს ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პროექტის „მოწყვლადი ახალგაზრდების ინკლუზიის მხარდაჭერა იმერეთის რეგიონში“ ფარგლებში, ორი ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა. იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქალაქეთა ჩართულობის, ადვოკატირების და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება მოქალაქეობრივი ჩართულობის, საზოგადოებრივი ადვოკატირების და საკონსულტაციო მექანიზმების გამოყენების შესახებ. პროგრამა მოიცავდა: ადვოკატირების საფუძვლებს, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის ძირითად ეტაპებსა და საუკეთესო პრაქტიკების განხილვას სხვა საკითხებთან ერთად.

ტრენინგს იურისტი, დავითი ბიბილეიშვილი უძღვებოდა. ღონისძიება „საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიასთან“ თანამშრომლობით გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონის ახალგაზრდების მობილიზებას და მათი ჩართულობის მხარდაჭერას დემოკრატიულ და სოციალურ ცხოვრებაში. მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს, ერთის მხრივ, ახალგაზრდების მობილიზებას და მათი უნარების გაუმჯობესებას ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საკითხებში, ხოლო მეორეს მხრივ, ინიციატივების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამებზე.

აქტივობას ახორციელებს „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პროექტის “EU4Youth: ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება“ მხარდაჭერით,, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ.