სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისები - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

ხულოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 78-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.

დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N92 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.