პროექტის სახელწოდება: ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში
პროექტის ხანგრძლივობა: 01 სექტემბერი, 2017 – 30 სექტემბერი, 2021
დონორი:ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
ფიზიკური რეაბილიტაციის 4-წლიან პროექტს საქართველოში ახორციელებს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა (აშშ) და პარტნიორები, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის (PfID), USAID-ის მხარდაჭერით.
მიზანი:ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობა და დამხმარე ტექნოლოგიებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების გაძლიერება.
სამიზნე რეგიონები:თბილისი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა
პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:
პროექტის ძირითადი მიზნებია:
1. ფიზიკური რეაბილიტაციის სპეციალისტების გაძლიერება;
2. ფიზიკური რეაბილიტაციისა დამხმარე საშუალებებთან დაკავშირებული სერვისები და გადასამისამართების მექანიზმების გაუმჯობესება; და
3. ფიზიკური რეაბილიტაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება
წინასწარ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
1. ეტლის სერვისის ტრენინგი
2. დამოუკიდებელი ცხოვრების ბანაკი
3. მხარდაჭერის, საკონსულტაციო და რეფერალური ცენტრების შექმნა
4. ადგილობრივი სისტემების გაძლიერება, რომლებიც ხელს უწყობენ ეტლის ადგილობრივ წარმოებას და შენარჩუნებას/შეკეთებას საქართველოში
5. სამთავრობო სტრუქტურებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართვით სამუშაო პლატფორმების შექმნა სერვისებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვისა და გაუმჯობესების მიზნით